უცნობი გმირი ქალის ისტორია

0
661

საქართველოს ისტორია რომ მძიმე და ბრძოლებით დატვირთულია, ეს ყველასთვის ცნობილია.

მან ბევრი ღირსეულის თუ უღირსის სახელი შემოგვინახა. ის , ვინაც გვასახელა, რომელმაც თავი გამოიჩინა და თავისი სიცოცხლით და შემდგომ სიკვდილით დიდი სარგებელი მოუტანა ჩვენ ქვეყანას.

მაგრამ არსებობს ისეთი სახელებიც, რომელთა შესახებაც ბევრმა არაფერი იცის .

ადამიანები, რომლებმაც შექმენს ეპოქა და თავად იქცნენ ამ ეპოქის ნაწილებად.

ეს არის ამბავი უცნობ გოგონაზე, რომელმაც 21 წლის ასაკში შეწყვიტა სიცოცხლე.

ამბავი ახალგაზრდა პატრიოტზე, რომელიც მზად იყო საკუთარი სიცოცხლის ფასად დახმარებოდა ქართველ მეომრებს .

 

21 წლის ლილი თაკვარელია, შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების პოლკის მებრძოლი გახლავთ.

ის  1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში, აფეთქებულ თვითმფრინავში ჩაიწვა. ლილი აფხაზეთში მიფრინავდა. სასიკვდილოდ განწირულ ქართველ მეომრებს უნდა მიშველებოდა. იცოდა, რომ სიკვდილის მახეში მოხვდებოდა, რადგანაც განახლებულ ომში, მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილ ჯართან ერთად, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს უნდა შებმოდა.

ვიცნობდეთ ჩვენ გმირებს. ვიცნობდეთ მათ ვინც დღემდე მოგვიყვანა

 

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here