ევროპის უმსხვილესი კულტურის ტელეარხი „არტე“ საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განსაკუთრებულ ფორმატს მიუძღვნის

0
626

ამის შესახებ გადაწყვეტილება ფრანკფურტში ქართულ დელეგაციასთან შეხვედრისას იქნა მიღებული. უკვე ცნობილია, რომ „არტე“ წიგნის ბაზრობაზე ქართულ პროგრამას სრულ დღეს დაუთმობს. არხის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ.
„არტე“ ფრანგულ-გერმანული ტელეარხია, რომელმაც 1992 წელს დაიწყო მაუწყებლობა. ტელევიზიის მთავარი კონცეფცია კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია გახლავთ.
15 ოქტომბერს საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაეცემა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ 2010 წლიდან, ოფიციალური სამზადისი კი 2014 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here