საფესტივალო შეხვედრები/ღია სახელოსნო

0
489

19 ოქტომბერი, 16.00
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” ფარგლებში

საფესტივალო შეხვედრები/ღია სახელოსნო
ტი-ბი-სი გალერეა

ფესტივალი „საჩუქარი“ ტი-ბი-სი გალერეაში გამართავს შეხევდრას „SCÈNES Théâtre-Cinéma“ პროექტის „ქორწინება K ოპუსი 1“ ავტორებთან, სამხატვრო ხელმძღვანელთან, ფილიპ ვინსანტთან (საფრანგეთი) და ბრიტანელ ხელოვანთან, ოლვინ პრიჩარდთან (ნორვეგია), სადაც , ვიდეოპროექციის საშუალებით, ნაჩვენები იქნება ფრანც კაფკას კლასიკურ ტექსტებზე დაყრდნობით განხორციელებული პროექტების “K. Process“, Opus 1 and Opus 2“ ნაწყვეტები, სერიიდან “UNERDGROUND“. აქვე მოხდება ახალი კინემატოგრაფიული ხერხით დადგმული თეატრალური პროექტის პრეზენტაცია, რომლის ქართულ პერსპექტივასა და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე საჯაროდ გავმართავთ საუბარს ქართველ კოლეგებთან.

„SCÈNES Théâtre-Cinéma“ პროექტი „ქორწინება K ოპუსი 1“ კი ფესტივალის დასასრულს, ცოცხალი ტრანსილაციით გადმოიცემა ლიონიდან, რამდამის ხელოვნების ცენტრიდან და
12 ნოემბერს, აბრეშუმის ქარხნის სტუდიაში შეკრებილ აუდიტორიას, საშუალება ექნება უშუალოდ გაეცნოს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წამოწყებას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here