Home კულტურა სამმა ქართულ-უცხოურმა კოპროდუქციამ ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა

სამმა ქართულ-უცხოურმა კოპროდუქციამ ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა

სამმა ქართულ-უცხოურმა კოპროდუქციამ ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევრიმაჟის მმართველი საბჭოს148-ე სხდომაზე სამმა ქართულმა პროექტმა მოიპოვა დაფინანსება.
საქართველოს წარმომადგენელმა ევრიმაჟში – თამარ ტატიშვილმა, საბჭოს წარუდგინა დიტო ცინცაძის „43“, უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“ და ევა ჰოსუნის „მზის გოგოები“, რომლის ქართველი კოპროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავაა. (20 Steps Production).
ქართული პროექტების პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. ევრიმაჟის კინოფონდის 2017 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 18 მილიონ ევროს შეადგენდა. სხდომაზე 66 მხატვრული ფილმი დაფინანსდა, მათ შორის, სოლიდური თანხა, დაახლოებით, 700 000 ევრო ქართულ-უცხოური კოპროდუქციებისთვის გამოიყო:
• „მზის გოგოები“ – 500 000 ევრო
• „43“ -120 000 ევრო
• „უარყოფითი რიცხვები“ – 86 000 ევრო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here