
1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში ,აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილისა და მისი შვილის, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მამა-შვილის ნეშთი რუსთავის სასაფლაოდან წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადმოასვენეს.
ხვალ, 2 ნოემბერს, 12:00 საათიდან დაგეგმილია სამოქალაქო პანაშვიდი, 15:00 საათზე – ეკლესიის ეზოში დაკრძალვა.
ეკლესია მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვარკეთილი-3, მე-2 მ/რ, 178-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია.