თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დისკუსია გაიმართა

0
650

„საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება აკადემიურ სასწავლო პროგრამებში“ – აღნიშნულ თემაზე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) დისკუსია გაიმართა.

DIB სკოლაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ პერსონალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

ღონისძიება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა გახსნა. მან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან მიმართებაში აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობის, ასევე – ერთიანი ხედვის შემუშავების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სასწავლო პროგრამები განიხილეს, ასევე, აკადემიურ წრეებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here