0
414

მუნიციპალიტეტებში  24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, ამჯერად, კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც წყალმომარაგების ქსელის შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმა და ობიექტებზე არსებული ვითარება დაათვალიერა.

სოფელს, მოძველებული  და ამორტიზებული ქსელის  გამო დღემდე  წყალი შეფერხებით მიეწოდება.  ნოემბრის ბოლოდან,   სოფელ ქვემო ჭალას მოსახლეობას  სასმელი წყლის პრობლემა  აღარ ექნება.

ერთ მილიონიანი პროექტი ითვალისწინებს  წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ასევე მოეწყო სატუმბი სადგური და წყლის ახალი რეზერვუარი.    მალე,  ადგილობრივები უწყვეტი,  ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here