
თიბისი გალერეა, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოფენას უმასპინძლებს.
11 ნოემბერს, თიბისი გალერეა, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად, გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძის ხელნაწერი წერილები, რომლებსაც ის აკაკი წერეთელს, ალექსანდე ყაზბეგს, სოფრომ მგალობლიშვილს და მის სხვა თანამოაზრეებს სწერდა. მიმოწერები, ძირითადად, მწერლის საზოგადოებრივ საქმიანობას ეხება.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება დიდი ქართველი მწერლის პირადი ნივთებიც.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ცნობილი ლიტერატორის, მთარგმნელის, პრემია „საბას“ ლაურეატის – ლევან ბერძენიშვილის ლექცია ილია ჭავჭავაძეზე.
გამოფენა გაიხსნება ლევან ბერძენიშვილის ლექციით, 11 ნოემბერს, 13:30 საათზე.