სალონური საუბრები გია ბუღაძესთან-„ხელოვნებათა სინთეზის შესახებ“

0
460
13 ნოემბერს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო მხატვარ გია ბუღაძესთან. საუბრის თემა იქნება – „ხელოვნებათა სინთეზის შესახებ“.

სხვა შეხვედრები კი გაიმართება:
14 ნოემბერი – ნიკა მაჩაიძე (Nikakoi) – „ბგერების კონსტრუქტორი“
16 ნოემბერი – დუტა სხირტლაძე – „თანამედროვე ქართული თეატრი“
20 ნოემბერი – ფსიქოლოგი დათო ანდღულაძე – „შიშები და კომპლექსები“
21 ნოემბერი – გელა ჩარკვიანი – „ინტერვიუ მამასთან – გვიანდელი სტალინური ეპოქა საქართველოში“
27 ნოემბერი – დიმიტრი ნადირაშვილი – „განწყობის ფსიქოლოგია და თანამედროვე ქართული რეალობა“
30 ნოემბერი – ნინო ქათამაძე – „მუსიკა და ადამიანი“
3 დეკემბერი – რეზო კორინთელი – „ოჯახი“ (დასაწყისი 18:00სთ.)

სალონური საუბრები განახლებული ფორმატით გრძელდება. პროექტისფარგლებში მოწვეულნი იქნებიან არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. საუბრები გაიმართება ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და სხვა საინტერესო თემაზე.

საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცა –https://goo.gl/AxyDRn

ერთ საღამოზე დასწრების საფასურია 30ლარი.
სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის – 25ლარი.

ფასში შედის:
პიცა
ყავა
ღვინო
ნამცხვარი
„გურიელის“ 6 სახეობის ჩაი

შეხვედრის დრო: 20:00-დან – 22:00-მდე

სტუმართა რაოდენობა შეზღუდულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ FB-გვერდზე – აზროვნების აკადემია / The Thinking Academy, მეილზე – azrovnebisakademia@gmail.com, ან დაგვიკავშირდეთ – 598607076

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here