Home კრიმინალი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 11 პირი დააკავეს

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 11 პირი დააკავეს

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 11 პირი დააკავეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 11 პირი გამოავლინეს.

სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი ავტომანქანები კი დალუქეს.

ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here