Home სოციალური ჩოხატაურის ერთერთ სკოლას აფხაზეთის გმირის სახელი მიენიჭა

ჩოხატაურის ერთერთ სკოლას აფხაზეთის გმირის სახელი მიენიჭა

ჩოხატაურის ერთერთ სკოლას აფხაზეთის გმირის სახელი მიენიჭა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბეჟარაულის საჯარო სკოლას, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, გელა ბელოუსოვის სახელი მიენიჭა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომარი აღნიშნულ სკოლაში სწავლობდა. გელა ბელოუსოვი 20 წლის ასაკში აფხაზეთში, სოფელ ეშერასთან ბრძოლაში დაიღუპა.
სკოლას გმირის სახელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, განათლების სამინისტროს, ადგილობრივ ხელისუფლების და სკოლის დირექციის ინიციატივით მიენიჭა.
ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, განათლების სამინისტროს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here