Home თავდაცვა სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის სემინარი გენერალურ შტაბში

სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის სემინარი გენერალურ შტაბში

სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის სემინარი გენერალურ შტაბში

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ტრენინგი დაიწყო. სემინარს ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის „ბრუნსუმის“ (JFC Brunssum) ექსპერტთა ჯგუფი ატარებს.

სამი დღის განმავლობაში მომხსენებლები საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისათვის ისეთ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას, როგორიც არის სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების სპეციფიკა, მედიასთან ურთიერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის როლი ნატოს სტრუქტურაში და სხვა. სემინარი ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას.

სემინარს ორგანიზებასა და კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უწევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here