N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ფილმის ჩვენება მოეწყო

0
822

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის „სადა ხარ ჩემო სულიკო“ ჩვენება მოეწყო.
ფილმი სიმღერა „სულიკოს“ მუსიკის ავტორის ვარინკა წერეთელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.

ღონისძიებას ფილმის რეჟისორი ლია ჯაყელი, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი და მსჯავრდებული ქალბატონები ესწრებოდნენ.

ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებსა და სტუმრებს შორის დისკუსია გაიმართა, რომელიც ფილმსა და ქალთა მიმართა ძალადობის საკითხებს შეეხებოდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება, რაც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here