Home კულტურა მიხეილ გიორგაძემ უნგრელ კოლეგას უმასპინძლა

მიხეილ გიორგაძემ უნგრელ კოლეგას უმასპინძლა

მიხეილ გიორგაძემ უნგრელ კოლეგას უმასპინძლა

4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უნგრეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს პიტერ ჰოპალის უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი, საქართველოს ელჩი უნგრეთის რესპუბლიკაში ზაზა კანდელაკი.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის, კულტურის სხვადასხვა მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს – მათ შორის თეატრის, კინოს, მუსიკის, ძეგლთა დაცვის, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და სხვა.

4-5 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში უნგრეთის კულტურის დღეები ტარდება. 2 დღის განმავლობაში, მსურველებს საშუალება აქვთ, გაეცნონ უნგრეთის ტრადიციულ ფოკლორს და სხვადასხვა, თანამედროვე თუ კლასიკოსი უნგრელი მხატვრების ნამუშევრებს. ხელოვნების სასახლეში, ცნობილი უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის – მიხაი ზიჩის ნამუშევრები გამოიფინება – წარმოდგენილი ექსპოზიცია კიდევ ერთხელ მოწმობს, უძველესი დროიდან, კავკასიაში საქართველოსა და უნგრეთის მეგობრობას. 23 თანამედროვე უნგრელი იუველირი თავის ნამუშევრებს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კი, „სალონა“ და მისი ბენდი“ წმინდა ეფრემის მამაკაცთა გუდთან ერთად საეკლესიო და ფოლკლორული მუსიკის კონცერტს გამართავს. დაუვიწყარ შოუს შესთავაზებს მაყურებელს, ასევე, უნგრული ეროვნული ცეკვების ანსამბლი მარჯანიშვილის თეატრში.

უნგრეთის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here