სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ანგარიში

0
315

სსსტც „დელტა“-ს ხელმძღვანელობამ კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრო. სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის მოხსენება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმაც მოისმინეს.

2017 წლის განმავლობაში „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 274 სეტყვასაშიში ზონა ჯამში 3790 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტით დაამუშავა. წლის განმავლობაში ჩატარებული სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების ეფექტიანობამ 96,3% შეადგინა, ხოლო ეკონომიკურმა ეფექტიანობამ 25 600 000 ლარი.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სსსტც „დელტამ“ 2013 წელს დაიწყო საქართველოს მთავრობის დაკვეთით. სისტემის როგორც ელექტრონული, ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი საქართველოში „დელტას“ საწარმოებშია დამზადებული. სისტემის შემადგენლობაში შედის მართვის ცენტრი თბილისში, ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სიღნაღთან და 83 ერთეული სტაციონარული სარაკეტო გამშვები მთელი კახეთის მასშტაბით.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here