ზურაბ ალავიძემ ურეკში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები დაათვალიერა

0
666

 ურეკის მოსახლეობას და დამსვენებლებს მალე უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.80 მილიონინი პროექტი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს, რაც წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის სრულად მოწესრიგებას, ასევე წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტმა ზურაბ ალავიძემ, გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა მშენებლობის ხარისხი შეამოწმა და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპს გაეცნო.
საკურორტო ზონაში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა დღემდე არ არსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ურეკი მიიღებს სრულიად ახალ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, ხოლო თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში 200-მდე აადამიანია დასაქმებული. პროექტს აზიის განვითარეიბს ბანკის დაფინანსებით, საქართველოს გაერთიანებუბლი წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here