Home კრიმინალი ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს – „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2012 წლიდან ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, 224-ე, 239-ე, 240-ე, 263-ე, 267-ე, 52-ე მუხლებით და 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც იძულებას, თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, სხეულის მძიმე დაზიანებას და თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here