„მხატვრები მშვიდობისთვის“

0
386

საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის თორმეტმა მხატვარმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თორმეტი ნამუშევარი შექმნა. თავგანწირვა, მშვიდობა, გამარჯვება, სიმამაცე, სიცოცხლე, თავდადება, სიმტკიცე, მეგობრობა, სიყვარული, ერთობა, თავისუფლება და ერთგულება – ის მთავარი ღირებულებებია, რომელსაც შეიარაღებული ძალები თავის თავში მოიაზრებს. თორმეტივე ღირებულება 2018 წლის საკომუნიკაციო ხაზს, კონცეფციის სახით, მთელი წლის განმავლობაში გაჰყვება.

დღეს ტელეკომპანია „იმედის“ „იმედის დილის“ პირდაპირ ეთერში პროექტის შესახებ პირველად გაჟღერდა. პროექტის კონცეფციასა და მიზანზე თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო თოლორდავამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სერჟანტმა თორნიკე თვარაძემ და პროექტში მონაწილე მხატვარმა ანტონ ბალანჩივაძემ ისაუბრეს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here