
ევროკავშირის დაძმობილების პროექტის – “საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით”, სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის დელეგაციამ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სადაც პროექტის პირველ კვარტალურ ანგარიშზე და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ესპანელმა, ჩეხმა და ჰოლანდიელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს ქვეყნების გამოცდილება სამრეწველო გაფრქვევების დირექტივის დანერგვის კუთხით გაუზიარეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 21-თვიანი დაძმობილების პროექტის მიზანია სამინისტროს დახმარება გაუწიოს სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით.