ზურაბ ალავიძე:2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაში 4,5 მილიარდი ლარის პროექტები განხორციელდება

0
407

2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება – ამის შესახებ,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს გამრთულ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ზურაბ ალავიძემ მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა, საგზაო სექტორში დღეს არსებულ მიღწევებსა და  სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა გამოსვლისას, ხაზი გაუსვა სივრცითი მოწყობის გეგმის შესრულების აუცილებლობას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.

„მეგზევის დღე  50 წელია აღინიშნება. დღევანდელი დღე მნიშვვნელოვანია საგზაო დარგში მომუშავე პროფესიონალებისთვის.  მეგზევეები ის ადამინები არიან, რომლებიც დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობენ. სწორედ, მათი შრომის შედეგია ის თანამედროვე და მაღალი სტანდარტების საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვაშენებთ’’.

ზურაბ ალავიძემ 2018  წელს დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  მომავალი წელი დატვირთული იქნება მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოებით.

,,პროექტებიდან, რომელიც მომავალ წელს დაიწყება, მინდა გამოვყო რიკოთის უღელტეხილის  მნიშვნელობის პროექტი, რომლის სიგრძე 50 კილომეტრია და ითვალისწინებს 90 ხიდისა და 60 მაგისტრალური გვირაბის მშენებლობას. შესაბამისად, ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია’’.

კონფერენციაზე  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ 2017 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

წელს, ,,მეგზევის დღის’’ აღნიშვნის ტრადიციას 50 წელი შეუსრულდა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here