26 დეკემბერს, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ 10 პოეტის ორენოვანი ანთოლოგიის წარდგენას უმასპინძლებს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა “Francis Boutle Publishers”-ის მიერ დიდ ბრიტანეთში გამოიცა პოეტური კრებული „უკარო სახლი“. წიგნში შესულია თანამედროვე ქართველი პოეტების – დიანა ანფიმიადის, სალომე ბენიძის, თეა თოფურიას, ნატო ინგოროყვას, რუსუდან კაიშაურის, ლია ლიქოკელის, ლელა სამნიაშვილის, მაია სარიშვილის, ლია სტურუას და ეკა ქევანიშვილის – ლექსები.
კრებული ინგლისურ ენაზე ნატალია ბუკია-პეტერსმა და ვიქტორია ფილდმა თარგმნეს.
ანთოლოგიას მთარგმნელი – ნატალია ბუკია-პეტერსი და წიგნში შესული ავტორები წარადგენენ.
დასწრება თავისუფალია!












