ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოება მიმდინარეობს

0
444

ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოების მიზნით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
პოექტი ითვალისწინებს მიშენებების მშენებლობას, ასევე  შიდა სარემონტო სამუშაოებს და ეზოების კეთილმოწყობას. ოთხივე სააღმზრდელო დაწესებულებაში დამატებითი ჯგუფები გაიხსნება.
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა , მხარის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოების აუცილებლობა ბავშვთა ნაკადის ზრდამ  და მოთხოვნამ განაპირობა. სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 1 მილიონ ლარამდეა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here