„რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“

0
511

27 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი, სასტუმრო „ვერე პალასში“ საერთაშორისო სიმპოზიუმის „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ გახსნას დაესწრო.

27-29 სექტემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამონაწილეობით, საერთაშორისო სიმპოზიუმს „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“, მასპინძლობს.

სიმპოზიუმი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება, UNESCO- ს ღონისძიებათა ფარგლებში იმართება. პოეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წელი UNESCO-ს მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის წლად არის გამოცხადებული.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 130-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ – 17 ქვეყანა) მათ შორის: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, თურქეთი, ირანი. ასევე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

სიმპოზიუმის ფარგლებში მუშაობს შემდეგი სექციები:

  • რომანტიკული მსოფლაღქმა, თემები და მოტივები;
  • რომანტიზმის ესთეტიკა და ლიტერატურული პროცესი;
  • რომანტიზმის ნაციონალური ინვარიანტები. ნაციონალური იდენტობის საკითხი და კულტურული მარკერები;
  • რომანტიზმის პოეტიკა;
  • რომანტიზმის სემიოტიკა;
  • ლიტერატურული კანონი რომანტიზმის ეპოქაში;
  • რევოლუცია და რომანტიზმი;
  • ქართული რომანტიზმი;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილი და მსოფლიო რომანტიზმი;
  • რომანტიკოსები ცხოვრებასა და შემოქმედებაში.
  • სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here