
73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციის საზოგადოებრივ აქციაში „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი “აქტიურად არიან ჩართულები და საქართველოს მასშტაბით სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს ხვდებიან. ისინი ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ აწვდიან ინფორმაციას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.