ზურაბ ალავიძემ კონტრაქტორებთან მაგისტრალის მშენებლობის მიმდინარეობა განიხილა

0
580

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საერთაშორისო კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას ახორციელებენ.  სამუშაო შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარის მოადგილე  ზაზა სიმონია ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს სამტრედია-გრიგოლეთის 54 კმ-იანი ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მიმდინარეობა, პროექტის ტექნიკური და ფინანსური საკითხები,  ექმნებათ თუ არა რაიმე სახის პრობლემები კონტაქტორებს და სრულდება თუ არა სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიხედვით.
ზურაბ ალავიძე პირადად უწევს მონიტორინგს როგორც სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროცესს, ასევე – ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here