ვადაგადაცილებული სესხები 2.2 მილიონი ლარით გაიზარდა

აგვისტოში, ვადაგადაცილებული სესხები 2.2 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ, ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ვადაგადაცილებული სესხები 432.6 მილიონ ლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2%-ი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 39.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის აგვისტოს მიმოხილვაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.1 პროცენტს გაუტოლდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here