Home რეგიონი სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში.

სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში.

სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში.

„მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი, ამჯერად, ბათუმში გაიმართა. პიკნიკზე წარმოდგენილი “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროექტების” გამოფენები ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზე იყო მორგებული. დამთვალიერებლებმა უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი, გამოგონება და სახალისო ცდა იხილეს ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გამხდარიყო ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა. სამეცნიერო პიკნიკი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – ინგა შამილიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია – გიგაურმა, ქალაქ ბათუმის მერმა – გიორგი ერმაკოვმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა – მერაბ ხალვაშმა გახსნეს.
პიკნიკში მონაწილეობდა ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე – ბრიტანული სამეცნიერო შოუ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here