რაბათში საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების გამოშვების ცერემონია გაიმართა

0
596

ქალაქ ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. რაბათის ციხესთან ღვთისა და ერის წინაშე ფიცი 231 სამხედრო მოსამსახურემ დადო. მათ კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობასა და ჯარისკაცების მშობლებს მადლობა გადაუხადეს.

ფიცის დადების შემდეგ, ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. კურსის საუკეთესო ინსტრუქტორსა და საუკეთესო კურსდამთავრებულს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ფიზიკურ მომზადებაში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურემ საპატიო სიგელი მიიღო. საპატიო სიგელი გადაეცა ასევე ჯარისკაცს ,ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის. გამოვლინდა ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულიც.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში ისინი სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს გაივლიან.
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, რომლებსაც მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. პირადი შემადგენლობა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here