„მწვანე მომხმარებლის საერთაშორისო დღე” ტექნოპარკში

0
742

ტექნოპარკში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, „მწვანე მომხმარებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, „მწვანე“ მომხმარებლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოსთვის, როგორც ეკოლოგიურ სტატუსზე ორიენტირებული ქვეყნისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მწვანე“ დაკვეთის შექმნა და „მწვანე“ მომხმარებლობის ხელშეწყობა, რაც ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კამპანიის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს.

„მწვანე“ მომხმარებლობის კამპანიის მიზანი საქართველოში მომხმარებელთა ქცევის ცვლილება და ისეთი პროდუქციის პოპულარიზაციაა, რომლის მოპოვება, წარმოება, ტრანსპორტირება და უტილიზაცია ნაკლებ ზეგავლენას ახდენს გარემოზე. შესაბამისად, წარმოებისა და მოხმარების „მწვანე“ ფორმის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესურსების ჭარბი მოპოვების ფონზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ „მწვანე“ მომხმარებლობის ხელშემწყობი საინიციატივო ჯგუფის წევრები: პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – კახაბერ კუჭავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – თეიმურაზ მურღულია, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი – ია პაპიაშვილი, e-space-ს აღმასრულებელი დირექტორი – სულხან გვალია, ჟურნალის „OK“ აღმასრულებელი დირექტორი – მაია წერეთელი, ასევე, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here