30 სექტემბერს ლიტერალური პრემია „საბას“ მე-15 დაჯილდოება გაიმართა

0
469

ნომინაციაში “საუკეთესო პოეტური კრებული” პრემია “საბა” გადაეცა ვახტანგ ჯავახაძეს კრებულისთვის “ელეგია და სხვა”;
 ნომაციაში “საუკეთესო რომანი” 2017 წლის ლაურეატი გახდა ალეკო შუღლაძე რომანისთვის “გადამალვა”;
 ლიტერატურული პრემია “საბა” ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტ ლია სტურუას;
 ნომინაციაში “წლის საუკეთესო პროზაული კრებული” ლაურეატი გახდა რუსუდან რუხაძე მოთხრობების კრებულისთვის “ერთი თქვენგანი გამცემს”;
 2017 წლის ლაურეატი ნომინაციაში “საუკეთესო პიესა” გახდა ლაშა თაბუკაშვილი პიესისთვის “სადღაც, ცისარტყელას მიღმა…”;
 ნომინაციაში “ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისთვის” პრემია “საბა” გადაეცა სიბილა ჰაინცეს ანა კორძაია-სამადაშვილის “ვინ მოკლა ჩაიკას” გერმანულ ენაზე თარგმანისათვის;
 ნომინაციაში “საუკეთესო ქართული თარგმანი” პრემია “საბას” ლაურეატი გახდა ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარის” თარგმანისთვის;
 პრემია “საბა” ნომინაციაში საუკეთესო ელექტრონული წიგნი” გადაეცა ანდრო ბუაჩიძეს წიგნისთვის “გაზაფხული მოდის ღამეში” და ლუკა ბაქანიძეს მოთხრობების კრებულისთვის “სად ხარ, ლაზარე;
 მკითხველის რჩეული ნომინაციაში “საუკეთესო დებიუტი” გახდა ზურა აბაშიძე წიგნისთვის “როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი”;
 ნომინაციაში “საუკეთესო დებიუტი” პრემია “საბა” გადაეცა ბექა ახალაიას კრებულისთვის “ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის”;
 ნომინაციაში “საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” 2017 წლის პრემია “საბას” ლაურეატი გახდა ლევან ბერძენიშვილი წიგნისთვის “წიგნიერების ევოლუცია”;
 ნომინაციაში “საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა” პრემია “საბა”გადაეცა ნანა ტრაპაიძეს წიგნისთვის “ლიტერატურა და ლიტერატურა”.

აღსანიშნავია, რომ ლაშა თაბუკაშვილის „სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ და ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here