Home კულტურა როზალინდ ფრანკლინი: დნმ-ს დავიწყებული ისტორია

როზალინდ ფრანკლინი: დნმ-ს დავიწყებული ისტორია

როზალინდ ფრანკლინი: დნმ-ს დავიწყებული ისტორია

კვირას, 1 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი და ორგანიზაცია “ქალთა მზერა” წარმოგიდგენთ საჯარო მოხსენებას
”როზალინდ ფრანკლინი: დნმ-ს დავიწყებული ისტორია”.
წარმოდგენილი იქნება ბევრისთვის უცნობი ამბავი ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის, როზალინდ ფრანკლინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ნახშირის, გრაფიტის, ნახშირბადის, დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა), პოლიოვირუსისა და თამბაქოს მოზაიკური ვირუსის სტრუქტურის შესწავლაში. დიდი ხნის განმავლობაში, ეს ფაქტი უცნობი იყო.
როზალინდ ფრანკლინის დამსახურებაა, რომ დღეს დნმ-ს სტრუქტურა ცნობილია, რამაც ადამიანის ორგანიზმის შესახებ არაერთი ახალი აღმოჩენა და სამედიცინო ინოვაციის შექმნა განაპირობა.
2015 წელს, როზალინდ ფრანკლინის როლის სცენაზე შესრულებისთვის, ნიკოლ კიდმანი ”ლონდონ ივნინგ სტანდარტის” საგანგებო პრემიით დაჯილდოვდა.
მოხსენებასთან ერთად, ნაჩვენები იქნება ფილმიც.
შეხვედრა გაიმართება ადმინისტრაციულ კორპუსში, საკონფერენციო დარბაზში.
დასწრება თავისუფალია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here