ლევან იზორიამ ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები მოილოცა

0
582

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წმ. გიორგის სახელობის ალავერდის მონასტერში დასვენებული დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები მოილოცა.

ლევან იზორიასთან ერთად, წმინდანად შერაცხული წამებული დედოფლის ნაწილები გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მიადგილემ, გიორგი ბუთხუზმაც მოილოცეს.
ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს. დედოფალმა უარი თქვა, შეეცვალა სარწმუნოება, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.
დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე – ვატიკანსა და ბელგიაში.

გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა.ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ.
2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ , ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ს ანალიზმა აჩვენა, რომ, დიდი ალბათობით, ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here