კატალონიაში პოლიციასთან შეტაკებების დროს 40-მდე ადამიანი დაშავდა

0
646

კატალონიაში, სადაც უკანონო რეფერენდუმი მიმდინარეობს, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად, 38 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ კატალონიის მთავრობა იუწყება. მათივე ინფორმაციით, 35 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, სამმა კი საშუალო სიმძიმის დაზიანება მიღო.

კატალონიაში დღეს, ესპანეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომელიც ავტონომიის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაიწყეს სკოლებისა და სხვა დაწესებულებების გათავისუფლება ხალხისგან, სადაც რიგ შემთხვევებში, პოლიციას საარჩევნო უბნებიდან მათი ძალით გაყვანა უწევს. ამით პოლიცია ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს, რომელმაც შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული კენჭისყრა, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here