რუსეთში, შესაძლოა, Google, Facebook, WhatsApp, Viber და Telegram დაიბლოკოს

0
570

ამის მიზეზი რუსეთში მოქმედი კანონმდებლობაა, რომლის თანახმადაც, ვებგვერდებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე პერსონალურ ინფორმაციას ფლობს, ეს ინფორმაცია რუსულ სერვერებზე უნდა განათავსოს.

facebook-ის შესაძლო დაბლოკვის შესახებ „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ჟაროვმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედება აუცილებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია არ შეასრულებს რუსეთში მოქმედ კანონს და მომხმარებლეთა მონაცემების შესახებ ინფორმაციას რუსეთში განლაგებულ სერვერებზე არ გადაიტანს.

„კანონი ყველასთვის სავალდებულოა, ამიტომ, ეჭვგარეშეა, ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, მივაღწევთ კანონის შესრულებას, ან კომპანია რუსეთში ფუნქციონირებას შეწყვეტს ისევე, როგორც ეს LinkedIn-ის შემთხვევაში მოხდა. გამონაკლისი არ არსებობს“ – განაცხადა ჟაროვმა.

მისივე თქმით, „როსკომნადზორმა“ „შესანიშნავად იცის“, რომ facebook-ი რუსეთში ძალიან პოპულარულია.

„მეორე მხრივ, ჩვენ ისიც გვესმის, რომ ეს უნიკალური სერვისი არ არის და სხვა სოციალური ქსელებიც არსებობს“ – დასძინა ჟაროვმა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here