
ჰოლივუდ ბოულიდან ევროპამდე. ორი შესანიშნავი კონცერტით განათებული გზა შაბათ საღამოს მზიურს გაივლის, რომელიც მორისონის იდუმალი სამყაროს კართან მიგიყვანთ.
The Doors – Live At the Hollywood Bowl, Live In Europe
30 სექტემბერს, 21:00 საათზე.
ოქტომბრის ბოლომდე, ყოველ შაბათს, “მზიური Live” გიჩვენებთ მუსიკის ისტორიაში 15 უმნიშვნელოვანეს კონცერტს:
✔ ღია ცის ქვეშ
✔ სუფთა ჰაერზე
✔ ქალაქის ხმაურისგან შორს
✔ დიდ ეკრანზე და
✔ საუკეთესო ხმით
სპეციალურად ამ პროექტისთვის, მზიურმა მოიწვია პირველი ციფრული როკენციკლოპედიისა და მუსიკალურ თემებზე მომზადებული არაერთი მასალისა და რადიოგადაცემის ავტორი, აჩიკო ბენაშვილი, რომელიც, როკ-ბლუზ კონცერტების დიდ ეკრანზე ნახვასთან ერთად, სცენაზე მდგარი ჯგუფებისა, თუ ინდივიდების შემოქმედებას უკეთ გაგაცნობთ.
ხსენებულ პროექტს სპონსორი არ ჰყავს და მას მზიურის სოციალური კაფე აფინანსებს.
დასწრება თავისუფალია.