Home კულტურა საგანმანათლებლო პროგრამა „ინდიელთა ჯადოსნური ტომები”

საგანმანათლებლო პროგრამა „ინდიელთა ჯადოსნური ტომები”

საგანმანათლებლო პროგრამა „ინდიელთა ჯადოსნური ტომები”

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეთათვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. პატარებს საშუალება ეძლევათ, იხილონ
ამერიკელი ფოტოგრაფის, ედუარდ შერიფ კურტისის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ამერიკის პირველ მაცხოვრებელთა ორიგინალი ნივთები და რიტუალების ამსახველი უნიკალური კადრები.

1. ბავშვები დაათვალიერებენ თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს სასახლეს, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

2. გაეცნობიან მუზეუმის დაარსების ისტორიას. იმოგზაურებენ საინტერესო სამყაროში, დაათვალიერებენ ხუთ მუდმივმოქმედ საგამოფენო დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები.

3. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ამერიკის პირველ მაცხოვრებელთა კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, აღმოაჩენენ გაქრობის პირას მისული ინდიელთა ტომების მომაჯადოვებელ რიტუალებსა და ცერემონიებს.

4. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს. გამოფენის ხილვის შემდგომ, ბავშვები შეძლებენ, დაამზადონ თავსაბურავი – “ვორბონეტი”, რომელიც მხოლოდ ბელადებისა და განსაკუთრებული დამსახურებების მქონე მეომრებისათვის იყო განკუთვნილი.

5. პროგრამის მიზანია, დაინტერესდნენ ბავშვები მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით; გაეცნონ ქართული ტრადიციული თოჯინების საინტერესო ისტორიას; გამოიმუშავონ ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პროგრამა განკუთვნილია: სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-30
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 4 ლარი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: +995 (32) 95-36-86 მობ: 593-11-33-91
მის. „ხელოვნების სასახლე“ ი. კარგარეთელის ქ. №6

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here