
აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს ხელოვნების სასახლე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის (1868-1952) თვალით დანახულ ამერიკელი ინდიელების ცხოვრებას.
გამოფენა იყოფა სამ ნაწილად, სამ მუზეუმში:
• 20 სექტემბერი, 18:00სთ, აბრეშუმის მუზეუმი – ტრადიცია (http://bit.ly/SilkMuseum)
• 21 სექტემბერი, 18:00სთ, საქართველოს ხელოვნების სასახლე – რიტუალი (http://bit.ly/atArtPalace)
• 22 სექტემბერი, 18:00სთ – თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) – დედა-მიწა (http://bit.ly/Karvasla)
ამ გამოფენის შესახებ: (ხელოვნების სასახლე, კარგარეთელის ქუჩა 6, თბილისი)
“ისევე, როგორც სამყარო ვერ იარსებებს უმზეოდ, ამერიკის აბორიგენი მოსახლე ვერ იცოცხლებს სულიერების გარეშე”… 30 წელზე მეტი მოანდომა ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ედუარდ შერიფ კურტისმა, ამერიკელი ინდიელების სულიერი ცხოვრების, რიტუალებისა და ცერემონიების ფოტოფირზე აღბეჭდვას. ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი გამოფენით შესაძლებელია მოგზაურობა პრერიებს მიღმა, მეწამული მზისგან გადამწვარ ტრამალებს შორის…ასევე, შესაძლებელია, აღმოაჩინოთ ამერიკის პირველი მოსახლეების სარიტუალო ტრადიციები, რომლებიც, ერთდროულად, აღტაცებას, აღფრთოვანებას, შიშსა და რიდს იწვევს. ნახავთ, თუ როგორ შეიძლება იზეიმო სიკვდილი, როგორც ახალი გზისა და ცაში ღრუბლებს ზემოთ ფრენის დასაწყისი.
წარმოდგენილი ფოტოები ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული ორიგინალის ასლებია.
*დასწრება თავისუფალია გახსნის დღეს. დანარჩენ დღეებში, ბილეთის ფასი ორი ლარია.
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ:www.edwardcurtis.ge
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ამ ღონისძიებისა და მისი საგანმანათლებლო კომპონენტის კოორდინატორობისათვის. ასევე, საელჩო მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს, საქართველოს ხელოვნების სასახლესა და კონგრესის ბიბლიოთეკას. საელჩო მადლიერებას გამოხატავს ამ პროექტის კერძო მხარდამჭერების: სასტუმრო „რუმსი“-სა და ელიტ ელექტრონიქსის მიმართ