Home კულტურა სიკაშკაშე, რომელიც საქართველოდან ხშირად გადის

სიკაშკაშე, რომელიც საქართველოდან ხშირად გადის

სიკაშკაშე, რომელიც საქართველოდან ხშირად გადის

პირველი თოჯინა – იაპონელი კაცი, სულ რაღაც სამი წლის იაპონელი თოჯინა. ის მაკო გნოლიძეს ეკუთვნის. შემთხვევით გამოსული იაპონელი ხელოვანის საყვარელი თოჯინაა. „ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი ამ თოჯინას და ახლაც ასეა. მიყვარს ეს საქმე“.

სამუშაო მასალად მაკო, ძირითადად, პლასტიკს, მავთულს, ქაღალდს, ნაჭრებს, ბისერებსა და მაქმანებს  იყენებს. ამ და სხვა მასალისგან ხელოვანი პერსონაჟებს საკუთარი ფანტაზიით ამზადებს. ამზადებს სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა გარეგნობის თოჯინებს. „ჩემს ნამუშევრებში შეხვდებით როგორც ცელქ და მეტიჩარა პეპის, ასევე – მკაცრ და ბევრბრძოლაგადატანილ შოტლანდიელს… ჯუჯებს, ჯამბაზებს, მეფის მასხარას, არაბ ბრძენთაბრძენსა და სხვას“.

„მუშაობის პროცესში მიყვარს სიწყნარე, სიმშვიდე და ვცდილობ, ვიმუშაო მაშინ, როცა მარტო ვარ“.

თოჯინებს 12 წლის ქეთევან სურმავაც ქმნის. ქეთევანი მაკოს შვილია, ქმნის ბავშვურად, ქმნის ისე, როგორც შეუძლია. „12 წლის ბავშვისთვის ეს სერიოზულ მიღწევად მიიჩნევა… მართლა კარგად გამოსდის ეს საქმე. იმედია, გააგრძელებს მომავალშიც…“

როგორია თოჯინის შექმნის პროცესი?

-თოჯინების შექმნის პროცესი საკმაოდ რთულია. იძერწება თავი, ხელ-ფეხი, შემდეგ-ტანი, ხდება მათი ტანსაცმლით შემოსვა და ვარცხნილობის გაკეთება… მოკლედ, უამრავ წვრილმანთანაა ეს დაკავშირებული.

„მუშაობისთვის სტიმულს ჩემი ოჯახი მაძლევს, სადაც მუდამ სიყვარული და სიმშვიდე სუფევს… რომ არა მათი ხელშეწყობა, ალბათ, ამდენს ვერ შევძლებდი“…

მაკოს ყველა თოჯინას საკუთარი ისტორია აქვს, სწორედ ამ ისტორიების გამოა, რომ ხელოვანს ყველა ნამუშევარი თავისებურად უყვარს. თოჯინებს აჩუქებს კიდეც, აჩუქებს იმ შემთხვევაში, თუ მათი მომავალი მფლობელი ღირსეული ადამიანია, რომელმაც იცის, როგორ გაუფრთხილდეს მას. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვის ხელში მოხვდება ჩემი თოჯინები“.

ყველა ავტორს თავისი ხელწერა აქვს ისევე, როგორც მე. ჩემი აზრით, ფერთა გამა მაქვს მხიარული… მიყვარს თოჯინების კაშკაშა ფერებით შემოსვა”. 

მაკოს თოჯინები სხვადასხვა სალონში იყიდება. მომხმარებლები, ძირითადად, უცხოელები არიან. ეს მას გულს წყვეტს. გულს წყვეტს იმიტომ, რომ მისი ნამუშევრები საკუთარი ქვეყნიდან გადის. თოჯინების შექმნა ხელოვანისთვის შემოსავლის წყაროა. გამოფენებშიც აქტიურად მონაწილეობს.

მაკოს გეგმაში პერსონალური გამოფენის გაკეთება შედის. „ერთ-ერთმა საკმაოდ სერიოზულმა დაწესებულებამ უფასოდ დამითმო საგამოფენო სივრცე… დამიკავშრდნენ და შემომთავაზეს. ძალიან გამეხარდა… ვემზადები და ვნახოთ, რა გამოვა“.

ნოემბერში ხელოვანი პრაღაში მიემგზავრება თოჯინების საერთაშორისო ფესტივალზე. იმედოვნებს, რომ მისი თოჯინები მოწონებას დაიმსახურებს.

„მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.

მარი ტიელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here