Home სხვადასხვა სოფლის მეურნეობის სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის  სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს. წარმოდგენილი იყო ანგარიში ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების, ტექნიკური და საკადრო რესურსების შესაძლებლობების განვითარების შესახებ, რაც ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფარგლებში ხორციელდება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კრისტინა კასელა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ აღნიშნა, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმ რიგი ცვლილებების განხორციელების პროცესში, რომლებიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებშია გათვალისწინებული. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here