Home კულტურა შეხვედრა ალეკო შუღლაძესთან – 15 წლის შემდეგ

შეხვედრა ალეკო შუღლაძესთან – 15 წლის შემდეგ

შეხვედრა ალეკო შუღლაძესთან – 15 წლის შემდეგ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს.

9 ოქტომბერს, ახალ სეზონს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა მწერალ ალეკო შუღლაძესთან შეხვედრით გახსნის.

მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონოსპექტაკლის სახით გააცნობენ.

ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge – ზე შეუძლიათ.

მონოსპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here