ბილტმორის აკადემია

0
784

სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, 29 სექტემბრიდან, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს – „ბილტმორის აკადემიას“ იწყებს. პროექტი „ბილტმორ თბილისის“, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და მოძრაობა “ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებით ჩატარდება. პროექტის მხარდამჭერია კომპანია “სილქნეტი”.
„ბილტმორის აკადემია“ ყველა დაინტერესებულ პირს სასტუმროს ისტორიულ ნაწილში – ამფითეატრში უმასპინძლებს. ადგილი სიმბოლურია, ვინაიდან სწორედ ამფითეატრში ტარდებოდა პარლამენტის სხდომები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და სწორედ ამ დარბაზში მიიღეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუცია 1995 წელს.
„ბილტმორის აკადემია“ იქნება საჯარო ლექციების ციკლი, რომლებსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ჩაატარებენ. სწორედ ამ დღეს ამფითეატრი თავის ისტორიულ მნიშვნელობას დაიბრუნებს.
„ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში სასტუმროს კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების საკითხებით არის დაინტერესებული, ან, უბრალოდ, ყოფილი „იმელის“ შენობის ისტორიული ნაწილის მონახულება სურს.

“ბილტმორის აკადემიის” პირველი სამი სესიის განრიგი:
ლევან ბერძენიშვილი (29 სექტემბერი) – ფილოლოგი; პოლიტიკოსი.
თემა: „მხატვრული ლიტერატურის ძალა“.
ლიტერატურის დანიშნულება, მისი როლი ადამიანის ჩამოყალიბებაში, წარმოსახვის განვითარებასა და სოციალურ ადაპტაციაში. განხილული იქნება მასალა უძველესი ეპოსიდან (გილგამეში, ჰომეროსი) ოცდამეერთე საუკუნის ავტორებამდე, როგორც ერთიანი კულტურული ქსელის ნაწილები.

გიორგი ლობჟანიძე (6 ოქტომბერი) – პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი.
თემა: “სამოთხე და ჯოჯოხეთი აბრაამულ რელიგიებში”.
რელიგიის ერთ-ერთ საფუძველს იმქვენიურის (მიღმიერის) რწმენა წარმოადგენს. მიღმიერის რწმენა კი ეფუძნება ღვთაებრივი საზღაურის იდეას, რაც ჯოჯოხეთისა და სამოთხის შესახებ არსებულ წარმოდგენებში გამოიხატება. ლექციაზე საუბარი იქნება აბრაამულ რელიგიებში განვითარებულ (იუდაიზმი, ქრისტიანობა ისლამი) ამ წარმოდგენებზე.

ანა კორძაია – სამადაშვილი (12 ოქტომბერი) – პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტი.
თემა: “დიდი ოცნებები, დიდი იმედები, დიდი ტყუილი: მზეთუნახავების, დევგმირების, ბოროტებისა და სიკეთის შესახებ”.
დასაწყისი: 18:30 საათი.

სესიებზე დასწრება სრულიად უფასოა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here