შეხვედრა Invictus Games-ის მონაწილეებთან

0
469

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრის სახელით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მათ კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობა კიდევ ერთხელ მიულოცეს, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს დადებითად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა იმ ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით გეგმავს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მადლიერება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიმართაც გამოთქვეს და მათი მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნეს.
დღესვე, არმიჰოლში ცნობილი გახდა თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, Invictus Games-ში გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეები ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან.

საზეიმო მიღებაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here