იუსტიციის სახლის ახალი სერვისი მომხმარებლისათვის

0
738

იუსტიციის სახლი მომხმარებლისათვის ახალი სერვისების შეთავაზებას აგრძელებს. სახელმწიფო და კერძო უწყებების 400-მდე მომსახურებას, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლში შეუძლიათ, დღეს კიდევ ერთი − უძრავი ქონების დაზღვევა დაემატა. ქონების რეგისტრაციის შემდეგ მის დაზღვევას აუქციონის გზით გამოვლენილი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი “ უზრუნველყოფს და ამისათვის მოქალაქეებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში სიარული აღარ მოუწევთ. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა და სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და სახელმწიფო თუ კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეებს სთავაზობს მათთვის საჭირო სერვისებს ერთ სივრცეში. იუსტიციის სახლი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქონების რეგისტრაციასთან ერთად ის კომფორტულ გარემოში სწრაფად და მარტივად დააზღვიონ. მინისტრმა აღნიშნა, რომ მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი საკითხია და იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს. უძრავი ქონების შეძენის პარალელურად მისი დაზღვევის სერვისის დანერგვის იდეა იუსტიციის სახლს ეკუთვნის; პარტნიორი სადაზღვევო კომპანია კი აუქციონის წესით შეირჩა და მასში „ალდაგი ბისიაიმ“ გაიმარჯვა. კომპანია „ალდაგი“ იუსტიციის სახლის მომხმარებლებს განსაკუთრებულ, სპეციალურად მათთვის შემუშავებულ პაკეტს სთავაზობს. მათ უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა წელიწადში 90 ლარად შეეძლებათ, რაც თვეში მხოლოდ 7.50 ლარს შეადგენს. პოლისი ითვალისწინებს ისეთი ხშირი რისკების დაზღვევას, როგორიცაა მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა; დატბორვა, რომელიც გამოწვეულია გათბობის სისტემის დაზიანებით, კანალიზაციის და წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლით; უხვთოვლიანობა, წყალდიდობა, სეტყვა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეხის დაცემა, შტორმი; ხანძარი, აფეთქება, დაზიანება კვამლით (რომელიც შედეგად მოჰყვა ხანძარს); ასევე, მესამე პირის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი; ვანდალიზმი; მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა − მესამე პირისთვის დატბორვით, ხანძრით ან აფეთქებით მიყენებული ზიანი. უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, რომელთაც ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აქვთ რეგისტრირებული.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here