წვრთნის (DRILL) სერჟანტის კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში

0
703

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე წვრთნის (DRILL) სერჟანტის კურსი მიმდინარეობს. კურსში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) პირადი შემადგენლობიდან 11 მსმენელი მონაწილეობს. სწავლება აშშ-ის დრილ სერჟანტის კურსის ანალოგია და მიზნად მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი წვრთნის (DRILL) სერჟანტების მომზადებას ისახავს, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკრუტებს გაწვრთნიან.

ხუთკვირიანი კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები ლექციის, სამწყობრო და ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკული სროლების ჩატარების მეთოდიკას ეუფლებიან.

კურსი 11 სექტემბერს დაიწყო და 13 ოქტომბერს დასრულდება. მას უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრის სერჟანტ-ინსტრუქტორები უძღვებიან.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here