Home კულტურა Content unavailable/შინაარსი მიუწვდომელია ■ მანუჩარ ოქროსცვარიძე

Content unavailable/შინაარსი მიუწვდომელია ■ მანუჩარ ოქროსცვარიძე

Content unavailable/შინაარსი მიუწვდომელია ■ მანუჩარ ოქროსცვარიძე

Dédicace Gallery – დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ მანუჩარ ოქროსცვარიძის გამოფენას “შინაარსი მიუწვდომელია”
გამოფენის გახსნა: 12 ოქტომბერი, 19:00

პროექტი „ შინაარსი მიუწვდომელია“ – „Content Unavailable“ წარმოადგენს პერსონალურ პროექტს, რომელშიც გაერთიანებულია ბოლო ორი წლის მუშაობის შედეგად შექმნილი ნამუშევრები, რომლებშიც ფერწერა, ტექსტი, ნახატი წარმოდგენილია არაროგორც დამოუკიდებელი არტ-ობიექტები, არამედ – კონცეპტუალური არტობიექტების, ინსტალაციების ელემენტები. ეს ობიექტები, რომლებსაც არც სათაურები და არც განსაზღვრული შინაარსები არ გააჩნია, უფრო ერთგვარი მინიშნებების როლს ასრულებს მაყურებლისთვის და გათვლილია გამოსახულების მიღმა არსებული შინაარსის შეგრძნების აღძვრაზე. ობიექტების მიზანია , ქვეცნობიერზე ზემოქმედების საშუალებით იმპულსი მივცეთ აზროვნებას, რათა მაყურებელმა საკუთარი გამოცდილებისა და ასოციაციების გათვალისწინებით თავად მოძებნოს შესაფერისი ინტერპრეტაცია და შესაბამისი „დაფარული შინაარსი“. პროექტი შეიცავს მესიჯს, რომ ხელოვნების ნაწარმოების სრულად „წაკითხვა“, ან მაყურებლის ინტერპრეტაციის სრული დამთხვევა თავად ხელოვანის ინტერპრეტაციასთან შეუძლებელია, რადგან არტეფაქტი ხელოვანის ინდივიდუალური, უნიკალური ფსიქო-ინტელექტუალური გამოცდილების პროდუქტია, რომელიც შეუძლებელია , მაყურებლის გამოცდილებას სრულად ემთხვეოდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here