სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2017“ დაიწყო

0
774

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ძალების მიზიდვით – „ქარიშხალი 2017“ მიმდინარეობს. სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, მასთან დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბები და ბრიგადებიდან მიზიდული ასეულის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობს, რომლებიც სასწავლო რაიონებში მოქმედებებს რეალურად ახორციელებს.

წვრთნების მიზანს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობისდაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებისა და სწავლებაში მონაწილე საბრძოლო ქვედანაყოფების თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისთვის მომზადება, ასევე, სწრაფად ცვალებად გარემოში სხვა მხარდამჭერ დანაყოფებთან კოორდინაციისა და სინქრონიზაციის სრულყოფა წარმოადგენს.

სამდღიანი სწავლების განმავლობაში, სამხედრო მოსამსახურეები მართვის პუნქტების ამოქმედების, კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების, ასევე, ტაქტიკური მარშის განხორციელებისთვის საჭირო უნარებს განავითარებენ და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების სხვა მეთოდებს გაეცნობიან, რაც მათ დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.
„ქარიშხალი 2017“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here