აშშ-საქართველოს ორმხრივი კონსულტაციები თავდაცვის სფეროში

0
544

საქართველოსა და აშშ-ს შორის, თავდაცვის სფეროში, ორმხრივი კონსულტაციები გრძელდება. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ შეხვედრას, საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ლელა ჩიქოვანი, ხოლო აშშ-ის მხრიდან – თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ლორა კუპერი თანათავმჯდომარეობდნენ.

კონსულტაციების მთავარ თემას თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო გააცნო. მხარეებმა, ასევე, 2018 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განსაკუთრებული ყურადღება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს ჩართულობასა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP) დაეთმო.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი – ნიკოლოზ ჯანჯღავა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე – ელიზაბეტ რუდი და დელეგაციის სხვა წევრები.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here