
7-8 ოქტომბერს, სომხურმა ვანაძორმა “სტეპან სარგსიანის თასის” რიგით 22-ე საერთაშისო გათამაშებას უმასპიძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები კონსტანტინე ხაბალაშვილმა (70 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილები კი შალვა ხუციშვილმა (61 კგ), ომარ გურჯიძემ, ლევან ქელეხსაშვილმა (ორივე 70 კგ), გიორგი ლობჟანიძემ (74 კგ), დავით ხუციშვილმა და ნიკა კენჭაძემ (ორივე 86 კგ) დაიკავეს.
სარგსიანის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი UWW-ს ეგიდით გაიმართა და მასში მონაწილეობა რუსეთის, ირანის, უკრაინის, ბულგარეთის, საქართველოს და სომხეთის გუნდებმა მიიღებს. საქართველოს ნაკრებმა სომხეთში მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, ლიდერების გარეშე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა – ტურნირში ახალგაზრდა ფალავნებმაც მიიღეს მონაწილეობა და ნაკრებისათვის მედლების მოტანაც შეძლეს.