Home სხვადასხვა ღვინის ტურიზმის მეორე გლობალური კონფერენციის დასკვნითი დღე გაიმართა

ღვინის ტურიზმის მეორე გლობალური კონფერენციის დასკვნითი დღე გაიმართა

ღვინის ტურიზმის მეორე გლობალური კონფერენციის დასკვნითი დღე გაიმართა

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის მეორე გლობალური კონფერენციის დასკვნით დღეს გამართულ პანელში, სახელწოდებით “რეგიონული ინტეგრაცია საჯარო და კერძო თანამშრომლობის საფუძველზე” მონაწილეობა მიიღო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის არჩეულმა გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. პანელის დასასრულს, ღვინის ტურიზმის მომდევნო გლობალური კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად ოფიცილურად დასახელდა მოლდოვის რესპუბლიკა და ქვეყნის წარმომადგენელს კონფერენციის სიმბოლო – ქართული ქვევრის მინიატურული ვერსია გადაეცა. კონფერენციის ფარგლებში გამართულ მესამე პანელში შედგა პრეზენტაცია ღვინის ტურიზმში საქართველოს საუკეთესო გამოცდილების შესახებ, რომლის თაობაზეც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა თორნიკე ზირაქიშვილმა ისაუბრა. კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებებს არგენტინის მთავრობის მაღალი რანგის პირებთან ერთად ასევე დაესწრო ქალაქ ბუენოს-აირესის ავტონომიური მთავრობის მეთაური (მერი) ორასიო როდრიგეს ლარეტა. კონფერენციას ასევე ესწრებოდა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ქეთევან საბაური.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here