სოლომონ პავლიაშვილი UNEP, WRI/GFW-ის წარმომადგენლებს შეხვდა

0
746

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, UNEP, WRI/GFW-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ტყის საინფორმაციო სისტემების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოში განხორციელებული პროექტის პლენარული შეხვედრასა და ბორჯომში ვიზიტის შედეგებზე იმსჯელეს.

საქართველოში მიმდინარეობს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი და ინტენსიურად ხორციელდება სატყეო სექტორის რეფორმა. ამ პროცესში GEF-ის დაფინანსებით გასულ წელს სამინისტრომ დაიწყო პროექტი, რომლის ძირითადი მიზანიც არის ქვეყნის დახმარება საინფორმაციო სისტემების დახვეწაში, რაც, კონკრეტულად, გამოიხატება ტყისა და მიწათსარგებლობის შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფასა და გეომონაცემთა ბაზების მართვის გაუმჯობესებაში. სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო სისტემების ხელმისაწვდომობა, მათი გამჭვირვალობა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, პროექტი დაგვეხმარება, გაიმართოს ტყისა და მიწათსარგებლობის მიმართულებით მონაცემთა საინფორმაციო ბაზები და გაუმჯობესდეს მონიტორინგი გაუდაბნოების, ტყის ხანძრების, მიწის დეგრადაციის, ტყეების მდგომარეობის და ბიომრავალფეროვნების სრულყოფილი მონიტორინგის ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს სამინისტროსა და მასში შემავალ უწყებებს შორის მონაცემთა მართვისა და მიმოცვლის სისტემაც. დაგეგმილი ,,ტყისა და მიწათსარგებლობის შესახებ ინფორმაციისა და გადაწყვეტილებების მხარდამჭერი სისტემა ე.წ. (FLUIDS)”-ი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here